დაეხმარე GE.MOVIE-ს
არსებობისთვის და განვითარებისთვის!

მოგესალმებით მეგობრებო!

მიმდინარე პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მუვიმ სარეკლამო შემოსავლები დაკარგა, რაც პირდაპირ აისახება საიტის გამართულ ფუნქციონირებაზე და სამომავლოდ მის არსებობაზე!
ამ ეტაპზე პროექტის გადარჩენა მუვის გუნდს საკუთარი სახსრებით უწევს, რაც სამწუხაროდ დიდი ხნით ვერ გასტანს...
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ალტერნატიული წყაროების მოსაზიდად. ვებ-გვერდის ძველებური და აქტიური ფუნქციონირებისთვის საჭიროა ისეთი ხარჯების უზრუნველყოფა, როგორიცაა: სერვერული ინფრასტრუქტურის ხარჯი, ადმინისტრირების ხარჯი, თარგმნისა და გახმოვანების ხარჯები და ა.შ.
ჩვენი ერთგული მომხმარებლების თხოვნით დავამატეთ დონაციის გვერდი, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროექტის გადარჩენასა და განვითარებაში წვლილის შეტანა.

* დონაციისთვის საჭიროა აირჩიოთ სასურველი თანხა და გადახდა მოახდინოთ Paypal-ის ანგარიშით ან საბანკო ბარათით.
* მუვის გუნდი დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის!