აუზი (2003)
Swimming Pool / ინგლისურად, რუსულად

    6.7
    0
    0

    ჟანრი: კრიმინალური

    სტუდია: France 2 Cinéma, Canal+, Fidélité Productions, Gimages, FOZ, Headforce Ltd.

    გამოშვების წელი: 2003

    რეჟისორი: François Ozon

    ხანგრძლივობა: 102 წთ

    ქვეყანა: საფრანგეთი

    ბიუჯეტი: $ 7,800,000

    შემოსავალი: $ 22,441,323

    ფილმის სიუჟეტი:

    ინგლისელი მწერალი სარა მორტონი ჩამოდის თავისი გამომცემელის ქალაქგარეთა სახლში, იმისათვის რომ სიმარტოვეში,თავიდან ბოლომდე მიუძღვნას თავი სამუშაოს და რამოდენიმე თვეში ახალი ბლოქბასტერი წარმოადგინოს. მაგრამ სარა თავისი ახალი რომანის მხოლოდ რამოდენიმე წინადადების დაწერას მოასწრებს და მის სიმარტოვეს დაარღვევენ. ვილაზე ჩამოდის ახალგაზრდა გოგონა ჟიული – მეპატრონის ქალიშვილი. იმის გარდა, რომ გოგონა მუდამ სარას ხელს უშლის თავისი ლაპარაკებით და გამუდმებით უსმენს მუსიკას, მას ყოველ ღამეს თავის საძინებელში ახალი "მდგმურენო" მოყავს. ანუ მისს მორტონი და ჟიულის ურთიერთობები არც ისე ადვილად ეწყობა. გააფთრებული მწერალი არა ერთხელ წარმოუდგენს პრეტენზიებს ახალგაზრდა არსებას, რაზეც ის საკმაოდ თავშეკავებულად პასუხობს და სკანდალს გაურბის. მაგრამ ამავე დროს სარა საიდუმლოდ ადევნებს თვალს ახალგაზრდა გოგონას მისი სასიყვარულო თამაშების დროს. ერთხელაც მის ქვედა საცვალს მიისაკუთრებს ჩუმად. და, ბუნებრივია, მაყურებლები, მოუთმენლად ელიან მომენტს, როდესაც ხანში შესული ქალი აცდუნებს და ლოგინში ჩაითრევს ახალგაზრდა გოგონას. სიტუაცია სერიოზულად გამწვავდება, როდესაც ჟიულის ერთჯერადი კავშირი სისხლიან ტრაგედიად მოტრიალდება...