ანარეკლი ოქროს თვალში (1967)
Reflections in a Golden Eye / ქართულად

    6.7
    0
    0

    ჟანრი: დრამა, მელოდრამა

    სტუდია: Warner Bros./Seven Arts

    გამოშვების წელი: 1967

    რეჟისორი: John Huston

    ხანგრძლივობა: 108 წთ

    ქვეყანა: აშშ

    ბიუჯეტი: $ 4,500,000

    ფილმის სიუჟეტი:

    1940-ანი წლების დასასრულის ჯორჯიას შტატის პატარა სამხედრო დასახლების ბინადრები, ერთდროულად სასიკვდილოდ საშიშ მხეცებსაც და მიყუჟულ ნადავლს გვანან. მათი ბედი კვე დიდი ხნის წინ გადაწყდა, ხოლო უკანასკნელი ძალებით ძლივს შენარჩუნებული დღის განრიგის მიღმა განდევნილი ზნე და მანიები იმალება. მაიორი პენდერსტონი, რომელსაც მარლონ ბრანდო ასახიერებს, ჯერ კიდევ ცდილობს მაჩო წარმოადგინოს, მოშვებული კუნთებით, მაგრამ სინამდვილეში ეშინია თავისი ლატენტური ჰომოსექსუალიზმის და ცოლიც (ელისაბედ თეილორი) არაფრად აგდებს. თავის მხრივ ცოლი ღალატობს პოდპოლკოვნიკთან, რომელსაც ურჩევნია არ მიაქციოს ყურადღბა, თუ როგორ შლის ნელნელა ჭკუაზე საკუთარი სათნო, კლასიკური მუსიკის მოყვარული ისტერიული ცოლი. თვით ფილიპინელ მსახურსაც კი, რომელიც ერთადერთი მახლობელი ადამიანია მისთვის, არ ძალუძს გადაარჩინოს საკუთარ თავზე სასტიკ მაზოხისტური გასწორებისგან. ამ ყველაფერს კი აკვირდება უცნაური ჯარისკაცი - ვუაიერი, თითქოს ანგელოზი, რომელსაც შეუძლია ვინმე მაინც გადაარჩინოს, თუ დემონი, რომელიც დაუნანებლად ღუპავს ყველას...