ჯარისკაცის მამა (1964)
Father of a Soldier / რუსულად

    8.4
    0
    0

    ჟანრი: ისტორიული, დრამა, საომარი

    სტუდია: Georgian-Film

    გამოშვების წელი: 1964

    რეჟისორი: Rezo Chkheidze

    ხანგრძლივობა: 83 წთ

    ფილმის სიუჟეტი:

    კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება. ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის...